ქართული ენის კურსები
ისწავლე ქართული ენა მეტი ინტეგრაციისათვის!
შეარჩიე შენთვის სასურველი A1, A2, A2+, B1, B1+ და B2 დონის ქართული ენის კურსები და ისწავლე სახელმწიფო ენა მარტივად! კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა 3 თვიდან 4 თვემდე სამეცადინო პერიოდს მოიცავს. ქართული ენის ცოდნა დაგეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, განვითარებასა და სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში!
შეარჩიე შენთვის სასურველი A1, A2, A2+, B1, B1+ და B2 დონის ქართული ენის კურსები და ისწავლე სახელმწიფო ენა მარტივად! კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა 3 თვიდან 4 თვემდე სამეცადინო პერიოდს მოიცავს. ქართული ენის ცოდნა დაგეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, განვითარებასა და სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში!
არ იცი რა დონეზე ფლობ ქართულ ენას?
შეხვდი ჩვენს მასწავლებლებს და დაადგინე შენი ქართული ენის დონე!
რატომ ჩვენ?
კომფორტული სასწავლო გარემო
გრანდალა გაძლევს შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად ისწავლო ქართული ენა ონლაინ რეჟიმში - რაც შეგიქმნის კომფორტულ გარემოს ქართული ენის შესასწავლად.
ქართული ენის ხარისხიანი სწავლება და კვალიფიციური მასწავლებლები
აქ დაგხვდებათ გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც თანამედროვე ენის სწავლების მეთოდების გამოყენებით შეგასწავლიან ქართულ ენას. გრანდალაზე მასწავლებელი ორიენტირებულია, რომ შენ ისწავლო საუბარი და არა მხოლოდ გრამატიკული წესები!
არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის შესაძლებლობა
ჩვენი სასწავლო კურსი მხოლოდ მასწავლებელთან მეცადინეობით არ შემოიფარგლება - აქ გექნება შესაძლებლობა შეხვდე სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ ადამიანებს, გაიზიარო მათი გამოცდილება შენთვის საინტერესო საკითხებზე, ჩაერთო არაფორმალური განათლების აქტივობებში და ამავდროულად გაიძლიერო ქართულ ენაზე საუბრის უნარი.
მარტივი სასწავლო პროცესი ბარიერების გარეშე
ჩვენთან გარდა მხოლოდ ქართულ ენაზე მოსაუბრე სპეციალისტებისა, ასევე გვყვავს ორენოვანი მასწავლებლებიც (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ენოვანები) - იმ შემთხვევაში, თუ შენ ჯერ საერთოდ არ საუბრობ ქართულად, მაშინ ჩვენ შეგირჩევთ ისეთ მასწავლებელს რომელმაც იცის შენი მშობლიური ენა, ეს ქართული ენის შესწავლის პროცესს უფრო გაგიადვილებს.
საზოგადოების აზრი გრანდალას შესახებ
★★★★★ /5
ისწავლო ქართული ონლაინ პლატფორმის დახმარებით - საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ენით დაინტერესებული ეთნიკურად არაქართველი ადამიანებისთვის. დიდ პატივისცემას იმსახურებს ის ადამიანი, ვისაც სურს ქართული ენის შესწავლა და შესაბამისად, უდიდესი პატივისცემა ეკუთვნის „გრანდალას“, რომელიც ამ სასიკეთო და საჭირო საქმეს შეუწყობს ხელს.
★★★★★ 5/5
ხათუნა რაზმაძე - 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
გრანდალას აქვს უნიკალური და განსაკუთრებული მიდგომები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რომლითაც შესაძლებლობას აძლევს, ციფრული საშუალებით, ისწავლონ ქართული ენა, სახლიდან გაუსვლელად, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან, მათზე მორგებული პროგრამით და მისაღები დროით.
★★★★★ 5/5
ნათია ოქროპირიძე - შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი
დაუჭირე მხარი გრანდალას
დაეხმარე გრანდალას განვითარებაში და მიეცით შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას ქართული ენის შესწავლაში!