თაქალოს ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში „თემი განვითარებისთვის“ 24 ახალგაზრდა გრანდალას პლატფორმაზე ქართული ენის ორ თვიან ინტენსიურ კურსს გაივლის.
ქვემო ქართლში მცხოვრებ – თაქალოს ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში ქართული ენის სწავლება სრულად დაუფინანსდათ.
აღნიშნული კურსს მასწავლებლები გრანდალას პლატფორმიდან – ნათია ბალხამიშვილი, ლელა განჯელაშვილი და დალი ოსეფაშვილი წარუძღვებიან, რომლებიც კურსის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
კურსი 2 ივნისს დაიწყო და საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კურსი ივლისის ბოლოს დასრულდება.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, ამჯერად თაქალოს ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
ინფორმაციისთვის: პროექტის „თემი განვითარებისთვის “ მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართული ენის სწავლებით.
მასში ჩართულია მარნეული მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13-20 წლამდე 24 ახალგაზრდა.