ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
რა არის გრანდალა?
“გრანდალა” არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მარტივად იპოვონ ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი და სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა თანამედროვე ენის სწავლების მეთოდების გამოყენებით.
რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის კურსები?
ჩვენთან სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
გვაქვს კურსები ბავშვებისთვის (6 – 12 წლის), მოზარდებისთვის (12-17 წლის) და ზრდასრულებისთვის (17 წელს ზემოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის).
რომელი დონეების კურსები არის შესაძლებელი რომ შევისწავლოთ?
ჩვენ გთავაზობთ A1, A2, A2+, B1, B1+, და B2 დონის ქართული ენის კურსებს. კურსებზე სწავლის ხანგრძლივობა 3 თვიდან 4 თვემდე სამეცადინო პერიოდს მოიცავს. გაკვეთილების სიხშირე არის კვირაში ორი დღე. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.30 საათი.
რა ფორმით მიმდინარეობს სწავლება?
სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში – ლაივ ჩართვებით, Google Meet, Zoom ან სხვა ვიდეოკონფერენციის პლატფორმების გამოყენებით. გვაქვს ჯგუფური მეცადინეობები, რომელიც განკუთვნილია 4-6 შემსწავლელისთვის. გარდა ჯგუფური მეცადინეობისა, გვაქვს ინდივიდუალური მეცადინეობის სერვისიც.
ენის სწავლებისას რა ტიპის მეთოდები გამოიყენება?
ჩვენი მასწავლებლები იყენებენ სწავლების თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს. გარდა ამისა იყენებენ სასწავლო რესურსებს როგორიცაა თამაშზე დაფუძნებული სწავლება, ციფრული არხები და ვიზუალიზაცია, რაც ენის სწავლის პროცესს უფრო სახალისოს და ეფექტურს ხდის. ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე და მოიცავს ინტერაქციულ სავარჯიშოებს, მულტიმედიურ რესურსებს და პერსონალიზებულ უკუკავშირს.
რა არის კურსების ღირებულება?
ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში ყოველთვიური ფასი არის 70 ლარი, ხოლო ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში კი 90 ლარი.
როგორ ხდება კურსებზე რეგისტრაცია?
კურსებზე Რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დონის კურსი და სასურველი მასწავლებელი. კურსებზე რეგისტრაციისთვის ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ გრანდალას სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე.
გრანდალა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვისაა?
გრანდალა ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაზე, თუმცა, ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია ქართული ენის შესწავლით, შეუძლია დარეგისტრირდეს, შეარჩიოს მისთვის სასურველი ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყოს ქართულის სწავლა ჩვენთან.