წესები და პირობები
ხელშეკრულების პირობები მომხმარებელთან
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ინდ.მეწარმე გიულგიუნ მამედხანოვას (შემდგომში “პლატფორმა გრანდალა”) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ პლატფორმის ვებ-გვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. აღნიშნული ვებ-გვერდი, კურსები, მასტერკლასები და პლატფორმა გრანდალას სხვა სერვისები, მათ შორის გრანდალას მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც “მომსახურება”.
ამ პოლიტიკით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საკითხი, რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. ამ დებულებასა და კანონს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკითხის კანონისმიერ რეგულირებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გრანდალას მომხმარებლების (შემდეგში, როგორც „თქვენ,“ „თქვენი“) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს გრანდალას მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. გაითვალისწინეთ, რომ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ და გამოხატავთ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. გრანდალას ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
გრანდალას წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.
გრანდალა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეხედულებისამებრ, განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
ვინ ვართ ჩვენ ?
“პლატფორმა გრანდალა” არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს კვალიფიციურ ქართული ენის მასწავლებლებთან.
“პლატფორმა გრანდალა” განსაკუთრებით ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე, რათა მათ მარტივად იპოვონ ქართული ენის მასწავლებელი და სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა.
გაიგე მეტი ჩვენ შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი
პლატფორმა გრანდალასთვის მნიშნველოვანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება. პლატფორმა გრანდალა პეროსნალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
ჩვენ, ვაცხადებთ რომ:
- დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს. გრანდალას წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით პლატფორმის კონფინდენციალურობის პოლიტიკას
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას შემდეგი ელ ფოსტის მეშვეობით: [email protected]
მონაცემთა სუბიექტების წრე
წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე. მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა შესაძლოა გამოხატული იქნეს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.
აღნიშნული დოკუმენტი გამიზნულია:
- პლატფორმის მომხმარებლებისთვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი);
- მომხამრებლოს კანონიერი წარმომადგენლებისთვის ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე;
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
- მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო და სოციალური ქსელებიდან კომუნიკაცია ან/და ელექტრონული მომართვა);
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
- ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
- თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება;
- თქვენს შესახებ ინფორმაციას ასევე ვიღებთ საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობის საფუძვველზე.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
- მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოსაწოდებლად;
- პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად;
- ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსასაზღვრად;
- მომხმარებლის უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად;
- მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
- ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
- მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის (მაგ., მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, განახლებების გაგზავნა);
- მომხარებლებზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
- ვებსაიტის გამოყენების ანალიზისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
- კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
- სხვა ისეთ შემთხვევებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები
- მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.
- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.
- მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება
პლატფორმა იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომლის დაჯგუფებაც შეგვიძლია შემდეგ კატეგორიებად, რომელიც მოიცავს თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს ქვემოთ მოცემული მონაცემებით.
- პირადი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- პირადი ნომერი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- მობილური ტელეფონის ნომერი
- საცხოვრებელი მისამართი
- ასაკი
- სქესი
- მოქალაქეობა
- ეროვნება
- ტექნიკური ინფორმაცია:
- IP მისამართი
- ბრაუზერის ტიპი
- მოწყობილობის ტიპი და ოპერაციული სისტემა
- მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ მზა-ჩანაწერების (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით
პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენი სურვილია უზრუნველვყოთ თქვენთვის არჩევანის საშუალება თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგისა და რეკლამირების ფარგლებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
პლატპორმის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით კომპანიის მიერ სხვა მონაცემთა დამუშავება ხდება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
პლატფორმა მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე მომხმარებელს მარტივ და გასაგებ ენაზე აწვდის თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და ამ უფლების განხორციელების მექნიზმის/წესის შესახებ ინფორმაციას.
უარის თქმა პირდაპირ მარკეტინგზე
მონაცემთა დაცვის სუბიექტს შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფასურის ან სხვა შეზღუდვის გარეშე მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა პლატფორმა გრანდალაში ელექტრონულად [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით.
პლატფორმა ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა უსასყიდლოდ შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება.
როგორ ვიცავთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებას
თქვენს მონაცემებს კანონმდებლობის შესაბამისად შესანახად და მათი უსაფრთხოების დასაცავად ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ შორის:
- მგრძნობიარე პერსონალური მონაცემების დაშიფვრა
- უსაფრთხოების რეგულარული შეფასებები
- პირად ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
თქვენი ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ არ ვყიდით თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენ შეიძლება გავიზიაროთ თქვენი ინფორმაცია:
- სერვისის მომწოდებლებს: მესამე მხარის მომწოდებლებს, მათ შორის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს, პირებს, რომლებიც გვიწევენ მარკეტინგულ მომსახურეობებს ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;
- მოთხოვნის საფუძველზე თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს: როდესაც ეს მოითხოვება კანონით ან ჩვენი უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად;
- ბიზნეს გადაცემების დროს: შერწყმის, შესყიდვის ან აქტივების გაყიდვის შემთხვევაში, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ახალ მფლობელს;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
მზა-ჩანაწერები (Cookie) და თრექინგის ტექნოლოგიები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს:
- მომხმარებლის გამოცდილების და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად
- ვებსაიტის ტრაფიკის ანალიზისთვის
- მომხმარებლის პარამეტრების დასამახსოვრებლად
მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამასთან თქვენ შეგიძლიათ მართოთ მზა-ჩანაწერების (Cookies) პარამეტრები თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. თუმცა, მათმა გამორთვამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვებსაიტის სრულყოფილ ფუნქციონირებაზე.
მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
- მომსახურებით სარგებლობის მთლიან პერიოდში და მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში
- ან იმ ვადით რაც საჭიროა მონაცემის დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში
შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩვენ უსაფრთხოდ წავშლით ან ანონიმურად გარდავქმნით თქვენს მონაცემებს, თუ კანონით არ არის განსაზღვრული უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა.
თქვენი უფლებები
თქვენი პირადი ინფორმაციასთან მიმართებაში თქვენ სარგებლობთ შემდეგი უფლებებით:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება: მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემების დამუშავების საფუძველი და მიზანი; მონაცემების შეგროვების/მოპოვების წყარო; რა ვადით ინახება მონაცემები, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის რა კრიტერიუმები არსებობს; ვისზე გაიცემა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი, აგრეთვე სათანადო გარანტიები, თუ მონაცემები გადაეცა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- წვდომა: მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები;
- მონაცემების შესწორება: მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- წაშლა: მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- ოპტ-აუთი: მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით თანხმობის გამოხმობა: მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა;
- გასაჩივრების უფლება: მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
- ამ უფლებების გასახორციელებლად შესაბამისი მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე [email protected].
საერთაშორისო მონაცემთა გადაცემა
თუ თქვენ იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს და დამუშავდეს საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენი სერვისის მიმწოდებლები მოქმედებენ.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე განახლებული ძალაში შესვლის თარიღით. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას.
პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებ-გვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს. თუ შეტანილი ცვლილებების არ დაეთანხმებით, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected] თქვენი უფლებების ნაწილში მითითებული უფლებებიდან ნებისმიერის განხორციელების მიზნით.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების სრულყოფილად უზრუნველსაყოფად აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება. ამისთვის მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 სამუშაო დღის ვადაში.
დაგვიკავშირდით
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან ჩვენს მონაცემთა დამუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]