ჩვენი მასწავლებლები

ჟენიკ მკრტჩიან
მასწავლებელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა - ქართული, როგორც მეორე ენა. ამჟამად მუშაობს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში ქართული განყოფილების რედაქტორად.

დალი ოსეფაშვილი
მასწავლებელი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი; „ახალი სკოლის მოდელის“ საგნობრივი მიმართულების ქოუჩი, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი, ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში.

ფერი ისმაილოვა
მასწავლებელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის სტუდენტი. ფერი თავის თანასოფლელებს, დედებსა და ბავშვებს 2020 წლიდან (პანდემიის პერიოდიდან) მოხალისეობრივად ასწავლის ქართულ ენას.

ლელა განჯელაშვილი
მასწავლებელი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის კონსულტანტ- მასწავლებელი, პროფესიით, ისტორია- ფილოლოგი. სერტიფიცირებული პედაგოგი. 2013-2014 წლებში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მონაწილე. 2015 წლიდან ჯავახეთის რეგიონის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის კონსულტანტ- მასწავლებელი.

ნათია ბალხამიშვილი
მასწავლებელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საგნობრივი ექსპერტი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგნობრივი ექსპერტი 2022-2024 წლებში. ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების სპეციალისტი 2023-2024 წლებში. Ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. თბილისის N23 საჯარო სკოლაში. ქართული, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული პედაგოგი. Გავლილი აქვს მასწავლებლის მოსამზადებელი სახელმწიფო 60 კრედიტიანი პროგრამა. აქვს არაქართულენოვან მოსწავლეებთან, მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.

შოღიკ მშეციან
მასწავლებელი
გამოყენებითი ენათმეცნიერების მაგისტრანტი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებულია მოხალისეობრივი საქმიანობით და აქვს არაქართულენოვნებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. შოღიკი თბილისის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე იყო არაქართულენოვანი ჯგუფების ტუტორი 2019 წლის გაზაფხულის და 2023 წლის შემოდგომის სემესტრში. სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის პერიოდში მოხალისეობრივად ატარებდა ქართული ენის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში. ამჟამად მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შუამიანის პირველი საჯარო სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტად.
საბინა ალიევა
მასწავლებელი
პროფესიით მასწავლებელი, ქართული - როგორც მეორე/უცხო ენის ინდივიდუალურად სწავლების გამოცდილებით. აღნიშნული მიმართულებით გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. მონაწილეობას იღებდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტში, ქართული ენის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიმართულებით. ამჟამად არის ევროპული სკოლის წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის მასწავლებელი.

ლევან აფციაური
მასწავლებელი
მასწავლებელი საერთაშორისო გამოცდილებით. ონლაინ რეჟიმში ასწავლის ქართულ ენას უცხოელებს, ემიგრანტებსა და ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. პროფესიული საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში ქვემო ქართლში.

ანანო საგინაშვილი
მასწავლებელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 2020 წლიდან 2023 წლამდე თარჯიმანი/რედაქტორი და ქართული ენის მასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუგეში". 2020 წლიდან დღემდე თვითდასაქმებული, მასწავლებელი საგნის - "ქართული, როგორც მეორე ენა".

მარიამ პაპუაშვილი
მასწავლებელი
ქართული, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული პედაგოგი. სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ არაქართულენოვანი პროგრამის ტრენერ-მასწავლებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის მონაწილე „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა", 2016-2018 წლებში. Აქვს მოსწავლეებთან, მათ შორის არაქართულენოვნებთან მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

ასტღიკ ადამიან
მასწავლებელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი. ქართული ენის მასწავლებელი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. AEF- ორგანიზაციის მოხალისე 2022 წლიდან.
