ქართული ენა
კურსის დეტალები
ისწავლე ქართული ენა მარტივად!
თუ ქართული შენი მშობლიური ენა არ არის, მაგრამ გინდა, რომ ის საფუძვლიანად შეისწავლო და გადალახო ენობრივი ბარიერები, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
გრანდლაზე შეძლებ შეისწავლო ქართული ენა - A1, A2, A2+, B1 დონეზე და მიიღო დონის გავლის შემდგომ შესაბამისი დონის სერტიფიკატი, გაიმდიდრო ლექსიკური მარაგი და გადალახო ენობრივი ბარიერი უფრო მარტივად. თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები წარუძღვებიან, ენის შესწავლას გახდის შენთვის უფრო მარტივსა და საინტერესოს!
ქართულის ენის ფლობის დონეების სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: A1, A2, A2+, B1 დონის სტანდარტები
ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ: შოღიკ მშეციანი - გამოყენებითი ენათმეცნიერების მაგისტრანტი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებულია მოხალისეობრივი საქმიანობით და აქვს არაქართულენოვნებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. შოღიკი თბილისის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე იყო არაქართულენოვანი ჯგუფების ტუტორი 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში და 2023 წლის შემოდგომის სემესტრში. სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის პერიოდში მოხალისეობრივად ატარებდა ქართული ენის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში. ამჟამად მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შუამიანის პირველი საჯარო სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტად.
დარეგისტრირდი და ისწავლე ქართული ენა ჩვენთან!