ქართული ენა
კურსის დეტალები
ისწავლე ქართული ენა მარტივად!
თუ ქართული შენი მშობლიური ენა არ არის, მაგრამ გინდა, რომ ის საფუძვლიანად შეისწავლო და გადალახო ენობრივი ბარიერები, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
გრანდალაზე შეძლებ შეისწავლო ქართული ენა - A1, A2, A2+, B1 დონეზე და მიიღო დონის გავლის შემდგომ შესაბამისი დონის სერტიფიკატი, გაიმდიდრო ლექსიკური მარაგი და გადალახო ენობრივი ბარიერი უფრო მარტივად. თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები წარუძღვებიან, ენის შესწავლას გახდის შენთვის უფრო მარტივსა და საინტერესოს!
ქართულის ენის ფლობის დონეების სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: A1, A2, A2+, B1 დონის სტანდარტები
ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ: საბინა ალიევა - პროფესიით მასწავლებელი, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის ინდივიდუალურად სწავლების გამოცდილებით. აღნიშნული მიმართულებით გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. მონაწილეობას იღებდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაგეგმილ პროექტში, ქართული ენის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიზნით. ამჟამად არის ევროპული სკოლის წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის მასწავლებელი.
დარეგისტრირდი და ისწავლე ქართული ენა ჩვენთან!