ქეა კავკასიას პროექტის – „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეები გრანდალას პლატფორმაზე ქართული ენის სამთვიან კურსს გაივლიან.
ქვემო ქართლიდან პროექტში 14 ახალგაზრდაა ჩართული.
მათ გრანდალას პლატფორმაზე ქართული ენის სწავლება ქეა კავკასიამ სრულად დაუფინანსა.
შედეგად 14 ახალგაზრდა ქართული ენის 3-თვიან კურსს გაივლის.
აღნიშნული ინიციატივისთვის ქეა კავკასიას გუნდმა გრანდალას გუნდის ერთ-ერთი მასწავლებელი, ასტღიკ ადამიანი, შეარჩია.
ასტღიკი ქართული ენის კურსს 3 თვის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამით გაუძღვება.
ინფორმაციისთვის: ქეა კავკასიას გუნდი 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანიც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებაა.
პროექტის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს, სწავლობენ თემის საჭიროებებსა და ცდილობენ მოახდინონ რეალური, გრძელვადიანი ცვლილებები თავიანთ თემში.
პროექტის ფარგლბეში ქეა კავკასიამ უკვე 75-ზე მეტ ახალგაზრდულ ინიციატივას დაუჭირა მხარი სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.