გრანდალას შესახებ
რა არის გრანდალა?
“გრანდალა” არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მარტივად იპოვონ ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი და სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა თანამედროვე ენის სწავლების მეთოდების გამოყენებით.
არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე ფლობ ქართულ ენას, ჩვენი მასწავლებლები შეგიდგენენ პირად სამეცადინო გეგმას და დაგეხმარებიან, რომ ისწავლო ქართული მარტივად!
მისია და ხედვა
ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აქვთ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და თვითგანვითარების ძლიერი სურვილი. ამ სურვილის რეალიზება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და გზად უამრავი დაბრკოლების გადალახვას საჭიროებს. არაქართულენოვან აუდიტორიას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც ცხოვრობენ საქართველოში, წარმატებისკენ და ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, დამატებით ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ხვდებათ – ენა. გრანდალას მისიაა, გაუმარტივოს სომეხ და აზერბაიჯანელ მოზარდებს თუ ზრდასრულ ადამიანებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ქართული ენის შესწავლით და ამ გზით, დადებითი გავლენა მოახდინოს მათი ცხოვრების ხარისხზე.
ჩვენი ღირებულებები
ენის ძალა
Გრანდალას ღირებულების საფუძველია რწმენა, რომ ენა უფრო მეტია, ვიდრე კომუნიკაციის საშუალება; ეს არის გზა კულტურული ინტეგრაციისკენ. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები ენის ბარიერს აწყდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი სრული პოტენციალის რეალიზებას. ქართული ენის სწავლა კი, მათთვის გახდება ინსტრუმენტი, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.
ინკლუზიურობა და ერთიანობა
გრანდალა აფასებს მრავალფეროვნებას და თითოეული ინდივიდის უნიკალურობას. ქართული ენის ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი კურსების მიწოდებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ჩამოვაყალიბოთ საერთო საფუძველი და ურთიერთგაგება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ თემებს შორის.
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
გრანდალა არ არის მხოლოდ ენის შემსწავლელი პლატფორმა; ეს არის პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი. ენის ათვისების ხელშეწყობით, ჩვენს მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქართული საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. Ჩვენი ფილოსოფიაა ხელი შევუწყოთ სომეხი და აზერბაიჯანელი პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა სრულად ჩაერთონ და წვლილი შეიტანონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
ონლაინ პლატფორმა „გრანდალა“ დაფინანსებულია პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობის მეშვეობით სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RDYE) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის მიერ. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
An online platform GRANDALA is financially supported within the project „Supporting Rural Development through Youth Entrepreneurship in Georgia“ (RDYE). RDYE project is funded by the Austrian Development Cooperation (ADC) and implemented by Mercy Corps Georgia. The project contributors are Liberty Bank and International Foundation of Sport, Tourism and Youth.