ქართული ენა
კურსის დეტალები
ისწავლე ქართული ენა მარტივად!
თუ ქართული შენი მშობლიური ენა არ არის, მაგრამ გინდა, რომ ის საფუძვლიანად შეისწავლო და გადალახო ენობრივი ბარიერები, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
აქ შეძლებ შეისწავლო ქართული ენა - A1, A2, A2+, B1 დონეზე და მიიღო დონის გავლის შემდგომ შესაბამისი დონის სერტიფიკატი, გაიმდიდრო ლექსიკური მარაგი და გადალახო ენობრივი ბარიერი უფრო მარტივად. თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები წარუძღვებიან, ენის შესწავლას გახდის შენთვის უფრო მარტივსა და საინტერესოს!
ქართულის ენის ფლობის დონეების სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: A1, A2, A2+, B1 დონის სტანდარტები
ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ: მარიამ პაპუაშვილი - ქართული, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული პედაგოგი. სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ არაქართულენოვანი პროგრამის ტრენერ-მასწავლებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის მონაწილე „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა", 2016-2018 წლებში. აქვს მოსწავლეებთან, მათ შორის არაქართულენოვნებთან მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.
დარეგისტრირდი და ისწავლე ქართული ენა ჩვენთან!