ქართული ენა
კურსის დეტალები
ისწავლე ქართული ენა მარტივად!
თუ ქართული შენი მშობლიური ენა არ არის, მაგრამ გინდა, რომ ის საფუძვლიანად შეისწავლო და გადალახო ენობრივი ბარიერები, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
აქ შეძლებ შეისწავლო ქართული ენა - A1, A2, A2+, B1 დონეზე და მიიღო დონის გავლის შემდგომ შესაბამისი დონის სერტიფიკატი, გაიმდიდრო ლექსიკური მარაგი და გადალახო ენობრივი ბარიერი უფრო მარტივად.თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები წარუძღვებიან, ენის შესწავლას გახდის შენთვის უფრო მარტივსა და საინტერესოს!
ქართულის ენის ფლობის დონეების სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: A1, A2, A2+, B1 დონის სტანდარტები
ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ: ლელა განჯელაშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის კონსულტანტ- მასწავლებელი, პროფესიით, ისტორია- ფილოლოგი. სერტიფიცირებული პედაგოგი. 2013-2014 წლებში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მონაწილე. 2015 წლიდან ჯავახეთის რეგიონის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის კონსულტანტ- მასწავლებელი.
დარეგისტრირდი და ისწავლე ქართული ენა ჩვენთან!