გახდი მასწავლებელი
Რატომ უნდა Შემოუერთდე გრანდალას გუნდს?

Დამატებითი შემოსავალი ონლაინ რეჟიმში მუშაობით და მოქნილი გრაფიკით
“გრანდალა” არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქართული ენის სპეციალისტებს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლებით, ონლაინ რეჟიმში.

Განათლების სფეროში მოღვაწეობა და შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება
გრანდალა გაძლევს შესაძლებლობას შენი საქმიანობა დაუკავშირო განათლების მიმართულებას - ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას, რითაც ხელს შეუწყობ მათ ინტეგრაციას და განვითარებას.

Კომფორტული გარემო საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა
ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე, ქმნის ტოლერანტულ, მეგობრულ, სამართლიან სამუშაო გარემოს და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად.

Სამუშაო გამოცდილების გამდიდრება და პროფესიული ზრდა
გრანდალაზე მუშაობით გაიმდიდრებ შენს სამუშაო გამოცდილებას და გექნება საინტერესო მუშაობის პროცესი.