გრანდალა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

გრანდალამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ონალინ პლატფორმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, საქართველოს ბანკის და მსოფლიო პროექტების ორგანიზაციის მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან გაძლიერებას სთავაზობს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

საგრანტო კონკურსში 110 აპლიკანტი მონაწილეობდა საიდანაც მხოლოდ 10 იდეა დაფინანსდა. გრანდალას იდეა რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დაკავშირებას ქართული ენის კვალიფიციურ მასწავლებლებთან და ქართული ენის პოპულარიზაციას – განსაკუთრებულად  დადებითი შეფასება დაიმსახურა დამოუკიდებელი კომისიის მხრიდან.

გრანდალას გუნდი აღნიშნული პროექტის ფარგელბში გეგმავს პლატფორმის განვითარებას და მომხარებელთა უფრო დიდ სეგმენტზე გასვლას. როგორც დონორი ორგანიზაცია, ასევე გრანდალას გუნდი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გამარჯვება კიდევერთი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

შენი მცირე წვლილი პლატფორმა გრანდალას განვითარებაში მნიშვნელოვანია. დონაციით დაეხმარები როგორც პლატფორმა გრანდალას, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელ სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ქართული ენის შესწავლის დაფინანსებაში.
GE96BG0000000607661887
- ინდვიდუალური მეწარმე გიულგიუნ მამედხანოვა